უსინათლო მოხუცს ურეკში ჭილოფის ქუდები და კალათები მოპარეს

გურული ბაბუ საკუთარი ხელით გაკეთებულ ქუდებსა და კალათებს ურეკის თევზის ბაზართან ყიდდა. სოციალურ ქსელში ნინა კორკელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ:
„რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოფმა დაპოსტა თავის გვერდზე, ურეკის თევზის ბაზართან ეს უსინათლო ბაბუ ყიდდა თავის ხელით გაკეთებულ კალათებს და ქუდებს და წერდა, რომ ვინც აქეთ მოხვდებით, ხელს გააყოლეთ და შეიძინეთო. დღეს გავედი, რომ მეყიდა ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის. ვერაფრით მივაგენი, თევზის ბაზართან არანაირი კალათა არ დამინახავს, 2-ჯერ დავბრუნდით,ისე არ მინდოდა წამოსვლა, რომ არ მეყიდა, ბოლოს ვიკითხეთ და მივაგენით, აქ არისო, მივედი და რას ვხედავ! დგას საწყალი უსინათლო ბაბუა, გამოცარიელებულ და განგრეულ ჯიხურთან და ტირის! ყველა კალათი და ქუდი მოპარეს!!! გესმით, ხალხო? უსინათლო 80 წლის ბაბუს, უკიდურესად გაჭვირვებულს კალათები და ყველაფერი მომპარესო!!! ისეთი გამწარებული ვარ, რა მექნა, არ ვიცოდით, რაც გვქონდა ქეში 50 ლარი დავუტოვეთ, მაგრამ ახლა იმაზეც ვდარდობ, რომ ეგ ფულიც ვინმემ არ აახიოს! კი ვუთხარი, შეინახე კარგად, არავინ წაგართვას-თქო, მაგრამ მაინც… ვერ ვიტან წყევლას, მაგრამ ლამის შევირყიო!!! ვინც ამ ბაბუს მოპარეთ, შხამად შეგერგოთ! არაადამიანებო“ – წერს ნინა კორკელია.

წყარო გურია თუდეი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share