ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში. დაიწვა დაახლოებით 2 ჰექტარი. ინფორმაციას ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშენიძე ავრცელებს:
”ხანძარი იყო სოფელ ბურნათში, რომელიც უკვე ლოკალიზებულია, დაიწვა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, გამომდინარე იქედან, რომ ტექნიკა და ბიჭები გაგზავნილია ბორჯომში დასახმარებლად, მაინც დროულად მოხდა ხანძრის სხვადასხვა კერების ჩაქრობა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დროული რეაგირებისთვის.” – წერს დავით შარაშენიძე სოციალურ ქსელში.
Davit Sajaia და 68 სხვა