“ქართული ოცნების” Facebook გვერდზე გავრცელებულ წერილში – რომლითაც ვიგებთ რომ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის – ვკითხულობთ, რომ 2012 წლის არჩევნები ფალსიფიკაციის კლასიკური ნიმუში იყო, მაშინ, როცა “ოცნება” ხელისუფლების სათავეში პირველად სწორედ ამ არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდა.
“შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში.
დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია”, – წერს ოლიგარქი.