ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ- ერთი ბინიდან გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
,,ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ მაშველების ნაწილი ბორჯომში ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, დარჩენილი ძალებით ეს შევძელით. ადამიანები გამოყვანილები არიან ბინებიდან. საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა. არც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირვებია ვინმეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.” – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.