პუტინის ახალი თავსატეხი – ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებულ გაცემის გაუქმებას მხარს დაუჭერენ

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას.

 

რუსებს, რომლებსაც ევროკავშირში მოგზაურობა სურთ, მოუწევთ მეტის გადახდა და ტურისტული ვიზისთვის მეტხანს ლოდინი.

 

რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება 2007 წლიდან მოქმედებს.

ამ შეთანხმების გაუქმება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები გადაიხდიან არა სავიზო მოსაკრებლის ნახევარს, 35 ევროს, არამედ 70 ევროს.

გარდა ამისა, გართულდება ბიუროკრატიული პროცედურა, საჭირო გახდება მეტი დოკუმენტის წარდგენა, რაც მნიშვნელოვნად გააჭიანურებს განაცხადების განხილვის პროცესს.

ამ საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სავიზო საკითხს პრაღაში, საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე 31 აგვისტოს განიხილავენ.

ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, პოლონეთი და ფინეთი რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით ითხოვენ. ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, მსგავსი მკაცრი ზომების გატარებას ეწინააღმდეგება. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპამ შანსი უნდა მისცეს მათ, ვინც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

გასულ კვირას ევროკავშირის დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ასევე თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის სრულად აკრძალვის იდეამ მხარდაჭერა მოიპოვოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share