„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ, კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ყველა ექიმი დაადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მმართველ ძალას ყოველთვის შეუძლია შევიდეს შუამდგომლობით, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნონ.
„რაც მეტი ალტერნატიული კომისია თუ ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთვება ამ საქმეში, მით მეტი ადამიანი იტყვის მხოლოდ ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკული. მდგომარეობის შეფასების არ მეშინია, მეშინია იმ ჯანმრთელობის მდგომარეობის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს.
ნებისმიერ ექიმი, რომელიც შევა პაციენტთან და ნახავს, პასუხი ექნება მხოლოდ ერთი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კრიტიკული. მათ ყოველთვის შეუძლიათ შევიდნენ შუამდგომლობით, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნონ“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.