ბუნებრივი აირის ფასის რეკორდულად გაზრდის გამო, რუსული “გაზპრომი” რეკორდულ მოგებაზე გავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და განმარტავს, რომ ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ წლის პირველ ნახევარში $41.75 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
გამოწემა წერს, რომ კომპანია მის აქციონერებზე წლის პირველი ნახევრის დივიდენდებს გასცემს. ალექსეი მილერის მოადგილის, განცხადებით, აქციონერები თითოეულ აქციაზე 0.85 დოლარს მიიღებენ, გასაცემი დივიდენდი კი 20.26 მილიარდი იქნება.