წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6%-ით მეტია – ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
აქედან, ექსპორტი 36.9%-ით გაიზარდა და 3.571 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 36.5%-ით 8.364 მლრდ დოლარით გაიზარდა.
შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4.8 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.