სოსო გოგაშვილის მორიგი მხილებით სუსის კრებსების სკანდალი კიდევ უფრო მძიმდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაჩალჩინოსანი უკანონო მიყურადებას ადასტურებს და ასაჯაროებს იმ სქემას, რომლითაც “ოცნების” ხელისუფლება უსმენს და უთვალთვალებს განურჩევლად ყველას.
გოგაშვილის სკანდალურ აღიარებაში კონკრეტულ ფაქტებთან ერთად ფიგურირებენ სპეციალური ჯგუფის წევრები, რომლებსაც მოსმენა და ინფორმაციის შეგროვება აქვს დავალებული. დეტალური ცნობები მოსმენების განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილესთან ბექა მამარდაშვილთან იყრიდა თავს, რის შემდეგაც საიდუმლო პატაკები პირადად ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” ოფისში იგზავნებოდა.
მთავარი არხი