არჩილ თალაკვაძე: „რადიკალური ოპოზიცია საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის“

პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,  რომ რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ გამოუთხაროს ძირი საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, რითაც იმედი აქვთ, ხელისუფლება დაზარალდება და შემდეგ ეცდებიან ქუჩის პოლიტიკით დაკავდნენ.

თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებზე ცალკე მუშაობს და კანონპროექტების წარმოდგენას გეგმავს, ევრორეკომენდაციების შესრულების საბოტაჟში ადანაშაულებს.

– რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების საბოტაჟით არის დაკავებული. როგორც გვახსოვს ფაქტებით, მათ არ სურდათ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეღო, მერე გვახსოვს, ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო საქართველოს და დღეს ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობენ, მათ ერთადერთი პრეზუმფცია აქვთ – რაც მათი გაკეთებული არ არის, ცუდია. მათ აინტერესებთ, ერთადერთი – როგორ გამოუთხარონ ძირი საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, რითაც იმედი აქვთ ხელისუფლება დაზარალდება და შემდეგ ეცდებიან დაკავდნენ ქუჩის პოლიტიკით და არა საპარლამენტო და საქმიანი პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, _ განაცხადა თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share