ლანჩხუთი – მიმინოებით ვაჭრობა და ჯირითი

ლანჩხუთში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერი, ძვ. სტილით 29 აგვისტო) მიმინოებით ვაჭრობა და ჯირითი იმართებოდა, ამ დღეს გურიიდან და სამეგელოდან ლანჩხუთში დიდძალი ხალხი იკრიბებოდა.
.
“დაბა ლანჩხუთის მახლობლად იოანე ნათლის მცემლის ეკკლესიაზედ თავის კვეთას დღესასწაულობენ. აქ ამ დღეს გურია-სამეგრელოდან დიდძალი ხალზი იყრის თავს. წელსაც მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ავდარი იყო, ბევრი ხალხი შეიკრიბა და ხალხზე მეტი კიდევ მიმინოები იყო გასასყიდად მიყვანილი. წირვა ლოცვას აბა ვინ დაგიდევდა, ყველა მიმინოს სინჯვასა და ვაჭრობაში იყო გართული.”
“წირვის შემდეგ შესხდნენ ჩვენი რაინდები ცხენზედ, გააჭენ-გამოჭენეს ცხენები, ერთმანეთს ჩხირები ესროლეს და იძახოდნენ: “ერთი შეხედეთ რა ჯირითობა გავაჩაღეთო”. “კარგი თქვენ მოგივათო” უპასუხებდნენ მხცოვანნი კაცები, რომელთაც კარგად იცოდნენ, რაც იყო ძველ დროში ჯირითი და როგორი თამაშობა და სიმარჯვეც უნდოდა.”
.
გაზეთი “ივერია” 1891 წელი 4 სექტემბერი – კალამი (სამსონ ფირცხალავა).
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share