“უკრაინაში ნიურნბერგის ექო ჟღერს!” – ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სულ უფრო მტკიცდება რწმენა, რომ უკრაინაში ისეთი სასტიკი დანაშაულებია ჩადენილი, რომელიც სწორედ ჰააგის სასამართლოს ექვემდებარება.
“ნიუმბერგის ექო, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს ახლა ხმამაღლა ჟღერს უკრაინაში. ომის დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ტანჯვას, განადგურებას და ეს აძლიერებს ჩემს რწმენას, რომლის თანახმადაც არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩადენილია დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში გვხვდება” – ამბობს კარიმ ხანი.
შეგახსენებთ, რომ სხდომას სერგეი ლავროვიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, “ძაღლის შვილად” მოიხსენია.