“ამდენი რუსის საქართველოში შემოშვება როგორ შეიძლება?! ჩამოიცვამენ შენს საქართველოს თავზე! რუსეთს ერთი სული აქვს, საქართველო გადაყლაპოს!”

„რატომ უნდა შემოვუშვათ რუსები საქართველოში, როცა შემოვუშვით, რა ხეირი ვნახეთ?! გაიყვანეს მერე ოდესმე რუსი აქედან? საერთოდ გააგიჟებენ ხალხს, ჩამოიცვამენ თავზე შენს საქართველოს!“, – აღნიშნა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას თამარ სხირტლაძემ, რომელიც დღეს ყველაზე უხუცესი მოქმედი მსახიობია საქართველოში. იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მუდამ აკვირდება და თავის მოსაზრებას მკაფიოდ გამოხატავს..

”პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადაო და უამრავი რუსი რომ საქართველოს მოაწყდა, რატომ უნდა შემოვუშვათ რუსები საქართველოში, როცა შემოვუშვით, რა ხეირი ვნახეთ?! გაიყვანეს მერე ოდესმე რუსი აქედან? საერთოდ გააგიჟებენ ხალხს, ჩამოიცვამენ თავზე შენს საქართველოს!

აფხაზეთში ბოლო წლებში ქართული აღარც ისმოდა. მახსოვს, ჩვენმა მსახიობმა ქალბატონს მაღაზიაში რაღაც ქართულად ჰკითხა და მან რუსულად უპასუხა, ვერ გავიგეო… ამანაც ქართულად გემრიელად მიაგინა, ის ქალი მოტრიალდა და ამან, ეს ხომ გაიგეო…

რასაკვირველია, ძალიან საშიშია რუსების ასე მოძალება… უკვე ისედაც ბევრნი არიან, სავსეა აქაურობა! ჩემი გამოცდილებით ვიცი და ვიცნობ რუსეთს – ერთი ფეხი თუ მოიკიდა, მერე თავზე დაგაჯდება! როცა რუსეთთან ერთად ვიყავით, ვერ წარმოიდგენთ, აქ როგორ გვექცეოდნენ! ისინი იყვნენ “ხაზეინები” და ჩვენ – მონები! ისეთი ტონი ჰქონდათ, მაგათ რა შეცვლით?! რუსეთი არ იცვლება, ერთი სული აქვს, საქართველო გადაყლაპოს!

სად არის პატრული, ჯარი?! – თუმცა მესმის, რომ მთავრობა ფრთხილადაა, რადგან ეშინიათ, უკრაინასავით ომში არ აღმოვჩნდეთ! ამხელა ქვეყანას რა უქნა რუსეთმა, უკრაინაში ქვა ქვაზე აღარ დატოვა და ჩვენ რუსეთისგან წკიპურტიც გვეყოფა…

არიქა, რუსეთში ამდენი ქართველიაო და საქართველოშიც შემოვუშვათ რუსებიო, სულელები არიან, რომლებიც ასე ფიქრობენ! ეს ერთი და იგივეა? – რუსეთი ასი საქართველოსხელაა და ჩვენ გვაქვს მათი ტერიტორიები ოკუპირებული?” – განაცხადა სხირტლაძემ.

კვირის პალიტრა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share