ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 12 სოფელში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ 2000 –მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში , საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი 5,5 კილომეტრი გზის მონაკვეთის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც წლების განმავლობაში დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ორაგვეში მიმდინარეობს 4,3 კილომეტრი გზის საფარის მოწყობა.
აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.