მამა ზაზა თევზაძე: ღმერთს არ უთქვამს, მტერი შეიყვარე და მოყვასი შეიძულეო

ყველა ჩევნთაგანმა და მით უმტერეს, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნომერი პირველი მტერი არის რუსეთის სახელმწიფოებრიობა საუკუნეების განმავლობაში და ის სავიზო პოლიტიკა, საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც დღეს არის, უნდა გამომდინარეობდეს იქედან, თუ ჩვენ რა საფრთხეების წინაშე ვდგევართ. ჩვენ არ უნდა ავლაპარაკდეთ სიძულვილის ენით, მიუხედავად იმისა, რუსეთი და რუსი როგორ ასოცირდება ყველაფერ უბედურებასთან. ეს ბოლო მიგრაცია რუსეთიდან, ალბათ ყველაზე უფრო პრობლემატურია, რადგან ესენი არიან გაჭირვებული ხალხი, სხვა ნაკადები, ტურისტების სხვა არის, სანქციებს რომ ემალებოდნენ, ის სხვა არის, მაგრამ გაჭირვებულის ხელის კვრა, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ღმერთი პირდაპირ გვავალებს, რომ ჩვენი სიყვარული და ჩვენი ჰუმანური მდგომარეობა იქამდე ამაღლდეს, რომ ახლობლები კი არ გვიყვარდეს, მტერიც გვიყვარდეს, მაგრამ აქ აუცილებლად არის ღირებულებათა პრობლემა. ღმერს არ უთქვამს, რომ მტერი შეიყვარე და შენს მოყვასზე უარი თქვი და შეიძულეო – ეს ნამდვილად არ უთქვამს

ამის შესახებ მამა ზაზა თევზაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share