ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილ “ქართულ ოცნება“-ში გავლენების გადანაწილება დაიწყო.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრების ინფორმაციით, დაპირისპირებას ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის ივანიშვილი ანეიტრალებდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ კონფლიქტი მწვავდება.
ცვლილებები სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება და პარტიას ივანიშვილის შემდეგ, მასთან ერთად, 2012 წელს პოლიტიკაში მოსული და კობახიძესთან დაპირისპირებული ადამიანებიც დატოვებენ.
კულუარული ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს პრემიერი გახარიაც. სავარაუდოა, რომ მასთან ერთად, გუნდს ვანო ჩხარტიშვილის კადრებიც დატოვებენ.
პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერობის სურვილი კახა კალაძეს აქვს.