რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ნატოს გენერალურ მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად მსჯელობენ. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს სხდომა აქამდეც უნდა მოეწვია.
შს მინისტრმა ახლა ინება და რაღაც განცხადება გააკეთა, პრეზიდენტს ესტუმრა და ა.შ. ეს არაა საკმარისი, საჭიროა ქმედითი ზომებ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს მღელვარება იმის თაობაზე, რომ ხდება უკონტროლო შემოდინება ადამიანების, რომელთა საქართველოში შემოსვლის მიზნები არის გაურკვეველი. სავიზო რეჟიმის გამკაცრება ნიშნავს ამ მიზეზების და მიზნების გამოკვლევას. თეთრი სახლიც ამას ამბობს, აგერ შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც ამას ამბობს და საზოგადოებაც ამას ითხოვს. ერთადერთი, ვისაც ეს არ ესმის, ეს არის „ოცნება“. გინახავთ უსაფრთხოების საბჭო? არ ვიცი, სადღაც ან იატაკქვეშ მუშაობენ ან თავის საქმეს არ აკეთებენ და მაშინ ხელფასი არ უნდა მიიღოს ამ ხალხმა, – ამბობს ფრაქცია “ლელოს” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.