ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? გვარები ცნობილია – პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანიდატების სია გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ აქამდე ცნობილ კანდიდატებთან ერთად სახალხო დამცველების პოსტისთვის იბრძვის ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა, ,,ჯიპას” პროფესორი, თინათინ ერქვანია და ლელა გაფრინდაშვილი ქალთა ორგანიზიციიდან.
სახალხო დამცველის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
1 ანა აბაშიძე- ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” – თავმჯდომარე;
2 მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიური -არევაძე და პარტნიორების” ადვოკატი;
3 გიორგი ბურჯანაძე- სახალხო დამცველის მოადგილე;
4 ლელა გაფრინდაშვილი – ,,ქალების ინიციატივა თავისუფლებისთვის” – თავმჯდომარე;
5 სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსირტეტის პროფესორი;
6 თინათინ ერქვანია – ,,ჯიპას” პროფესორი;
7 ევგენია თავაძე- დროებით უმუშევარი;
8 ალექსანდრე კობაიძე- ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” თავმჯდომარე;
9 ლევან კოკორაშვილი – ყვარლის ,,ახალგაზრდა იურისტთა კავშირის” გამგეობის წევრი;
10 ნუგზარ კოხრეიძე- მეცნიერთა კლუბ ,,თაობათა დიალოგის” თავმჯდომარე;
11 გიორგი მარიამიძე- ,,მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის” დირექტორი;
12 სერგო მახარაძე- საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი;
13 მაკა მინდიაშვილი ,,ხალხის ხმა” იურისტი;
14 ჯემალ ნათელაშვილი – იურისტი;
15 ნიკოლოზ ნიკოლაძე- დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;
16. ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
18. იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი
19. ნაზი ჯანეზაშვილი.
დღეს სახალხო დამცველის კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. უკვე ცნობილია, რომ ,,ქართული ოცნება” 52 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძესა და ანა აბაშიძეს, მხარს არ დაუჭერს.