შუხუთის ციხე

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით გურიის ციხესიმაგრეები ასკანა, ბუკისციხე, ღომის ციხე, შუხუთის ციხე, ტელეფისის ციხე, ისევე როგორც გურიის სხვა სიმაგრეები სპარსეთ ბიზანტიის დპირისპირების პერიოდში უნდა იყოს აშენებული (მე-4 მე-6 საუკუნეები) იმ დროისათვის ეს ორი “ზეხელმწიფო” თავდაუზოგავად იბრძოდნენ ეგრისისათვის, მათ შორის აღსანიშნავია ეგრისის დიდი ომის სახლით ცნობილი ომი (542-562 წლები).
.
გურიის ციხეები შორაპნის და სკანდეს ციხეებთან ერთად ქმნიდნენ ბიზანტილების დამცავ და სასიგნალო სიმაგრეთა ჯაჭვს. შორაპნის ციხე არიანეს აქვს მოხსენიებული და მისი თქმით “სარაპა” ლაზებს აუშენებიათ. სწორედ ტელეფსის (ტოლები) ციხესთან 553 წელს მოხდა ერთერთი დიდი ბრძოლა, რომელშიც ბიზანტიელებმა გამარჯვეს.
.
1820 წლამდე თუ კი ვინმეს გაუვლია გურიაში ყველა აღნიშნავდა ციხეკოშკების სიმრავლეს. იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყების ჩახშობისთანავე (1820 წელი) რუსებმა გურიის სიმაგრეთა უმრავლესობა ველიამინოვის ბრძანებით ააფეთქეს და სწორედ ამის გამო მხოლოდ ასკანის და ლიხაურის ციხეებია შემორჩენილი. ლიხაურის ციხე მამია გურიელის რეზიდენცია გახლდათ, რომელიც აჯანყების დროს რუსებს არ დაუპირისპირდა, ამიტომაც ლიხაურის ციხე აფეთქებას გადაურჩა და ყველაზე უფრო კარგადაა შემონახული.
.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიგოითის ქედი და ამ ქედზე არსებული სიმაგრები ყოველთვის ითვლებოდა სტრაგეგიულად უმნიშვნელოვანეს ფორპოსტად, რადგანაც ხელსაყრელი პოზიცია იყო კოლხეთის დაბლობზე შეტევის თვალსაზრისით, რაც შემდეგში რუსეთ თურქეთის არაერთი დაპირისპირებისას დადასტურდა.
.
შუხუთის ციხესიმაგრის ნანგრევები – გიორგი გრძელიძის ფოტოები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share