2023 წელს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას 18.930 მილიონი ლარით ზრდის – ამის შესახებ აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, თუ წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 82.180 მილიონი ლარით ფინანსდებოდა, მომავალ წელს ეს თანხა 101.110 მილიონ ლარამდე იზრდება.
ცნობისათვის, ეს არის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.