“8 წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ხელისუფლება”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “თავისუფალ ხედვაში” და აღნიშნა, რომ ‘ქართული ოცნება” ხალხს სიყვარულით მართავს:
“8 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ მოვედით, შევაჩერეთ დაღმასვლა, უკანსვლა. ჩვენ სტაბილურად 8 წლის განმავლობაში გვაქვს ყველა სფეროში უკეთესი მდგომარეობა. გასაგებია, რომ ამ გაჭირვებას 5 წუთში ვერ დაძლევ და ამას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას ვაჩვენეთ როგორი უნდა იყოს ხელისუფლება, ევროპული ტიპის ხელისუფლება. ხელისუფლება უნდა მოვიდეს და ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით, პირიქითი უბედურებები განვიცადეთ გასული ოცი წლის განმავლობაში, ბოლო რვა წელში კი, საზოგადოებამ ნახა საპირისპირო. აი, “ქართული ოცნების” სახე. ნიჭიერი ხალხით შემდგარი გუნდი პირდაპირი მნიშვნელობით გულწრფელად და სიყვარულით ემსახურება საკუთარ საზოგადოებას. თუ ამის შემდგომ საზოგადოება არჩევს მოძალადეს და უნდა რომ ბატონი ყავდეს, მაშინ მე რაღა შუაში ვარ პრინციპში”. -აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.