” საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, თქვენ საერთოდ სუსის კანტორიდან ვერ გამოხვედით თუ კანცელარიიდან არ მიგიღიათ ჯერ ბრძანება”?- ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბესო ქათამაძე დღეს ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“რა დროს რელიგიური დაპირისპურებაა სად ვბანაობთ რომელი საუკუნეა…
რეგიონს პრაქტიკულად პატრონი არ ჰყავს ისევე როგორც ქვეყანას. მერამდენე კვირაა სოფელში ურთიერთდაპირისპირებაა მოსახლეობას შორის. ამ დროს ადგილობრივი კორუმპირებული ხელისუფლება, უმოქედოდაა. არდა საარჩევნოდ კარგად დარბიან მუსლიმი ამომრჩევლის ხმების მისაღებად, არაერთი მსგავსი დაპირებით.
სირცხვილია რელიგიურ ნიადაგზე მეზობლებს შორის სისხლის ღვრა, ჩვენი ერთი ქვეყნის შვილებმა ქრისტიანებმა, მუსლიმბმა თუ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებმა, ერთად უნდა ავაშენთ უკეთსი საქართველო, ერთობით და არა დაყოფით.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
თქვენ საერთდ სუსის კანტორიდან ვერ გამოხვედით, თუ კანცელარიიდან ბრძანება არ მიგიღიათ, სირცხვილი.”- წერს ქათამაძე.