ლიზა იასკო არ ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეს. უკრაინის უმაღლესი “რადას” დეპუტატის თქმით, მის პირად ცხოვრებაში ახლა ორი ომია, ერთი მისი სამშობლოს, უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მეორე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ომი.
”ამას ვერ გავამხელ, რადგან ერთი წელია უკვე, რაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა. ყველამ, ვისაც უყვარს, ჩვენ ერთი წელია უკვე გვძინავს, ხოლო ის ხალხი, რომლებითაც იგი გარშემორტყმულია, მათ არანაირი ემოცია არ აქვთ, ვითომ ჰქონდათ ემოციები, მაგრამ ამაზე ლაპარკის დრო არ არის, რადგან ჩემს ქვეყანაში ნამდვილი ომია და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ვიცავთ მას, როგორც უკრაინის მოქალაქეს. ჩემს პირად ცხოვრებაში არის ორი ომი, ერთი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინაში, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, დავამყაროთ მშვიდობა და მეორე – მიხეილ სააკაშვილის ომი, უკრაინის მოქალაქის” – განაცხადა იასკომ ინგრა გრიგოლიას “რეაქციაში”.