პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, რომ კელი დეგნანი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მიერ დანიშნული ელჩია და მასთან ენის შეჩვევა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ძალიან დამაზიანებელი და საშიშია.
„რუსულ ტანკებს 2008 წელს რა გააჩერებდა, რომ არ ყოფილიყო აშშ-ს კატეგორიული პოზიცია ან არაღიარების პოლიტიკა. რამდენიმე ქვეყნის გარდა ვერ ბედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარებას.
ქართულ ოცნებაში“ კელი დეგნანი ჰგონიათ ამერიკელი ტურისტი, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული.
ვერ ხვდებიან, რა მასშტაბის ცეცხლს ეთამაშებიან. რატომ აკეთებენ ამას, ვერ მივხვდი. ჩინეთი, რომ კუნთებს ათამაშებდა, არავინ დაგინახოთ ტაივანში ჩასულიო, ნენსი პელოსი დემონსტრაციულად ჩავიდა ტაივანში და ვერაფერს ვერ გახდა ჩინეთი, ამხელა ქვეყანა. „ქართულ ოცნებაში“ რა ბუზი დააჯდათ ამისთანა, რომ ვერ ხვდებიან ვისთან აქვთ საქმე. აშშ-თან ენის შეჩვევა, როგორც „ქართული ოცნება“ აკეთებს ძალიან დამაზიანებელი და საშიშია. როდესაც პატარა ბეღურასავით ხარ არ უნდა გაექანო და არწივების ბუდესთან არ უნდა მიხვიდე და არ უნდა აგინო იმიტომ, რომ ბუნდღა არ დარჩება შენი“, – განაცხადა ელისაშვილმა.