ნიგოითის ციხის დანგრევა და 1819-1820 წლების აჯანყების დასასრული

გურიის ციხესიმაგრების დიდი ნაწილი 1819-1820 წლის აჯანყების ჩახშობას შეეწირა. აჯანყების ფინალურ ნაწილში 1820 წლის 24 ივლისის რუსებმა სისხლის მღვრელი ბრძლების შემდეგ შემოქმედის ციხე აიღეს და მიწასთან გაასწორეს, ამ ბრძოლაში რუსებმა 66 კაცი დაკარგეს.
ამის შემდეგ, რუსებმა აიღეს ჩოხატაური, დაანგრიეს იქ მდგომი კოშკები. შემდეგ კი თავს დაესხნენ გულიანის მთაზე და ღვედის ეკლესიასთან გამაგრებულ დავით გურიელის რაზმს. ღვედის სიმაგრე აიღეს და სოფელი გადაწვეს. მალე რუსთა მიერ აღებული იქნა გრიგოლეთი, გურიანთის ციხე, ეს ციხეები რუსებმა დაანგრიეს.
.
ქველი ჩხატარაიშვილი – “რუსთა წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა სახლთუხუცესი დავით იოანეს-ძე მაჭუტაძე. მან 200-დე შეიარაღებული გლეხი შეკრიბა და ნიგოზდიდის ციხის გამაგრებას შეუდგა; ამავე დროს ერთ-ერთი თავის გლეხი ქობულეთში გააყიდვინა და აღებული ფულით ტყვია-წამალი შეიძინა. დ. მაჭუტაძის ასეთი ქმედება რუსთა სარდლობას მხედველობიდან არ გამოპარვია. გენერალმა ველიამინოვმა ნიგოზდიდის ციხის დასანგრევად რუსთა ჯარის ნაწილი გაგაზავნა დ. მაჭუტაძე რუსებთან შებრძოლებას აპირებდა, მაგრამ მამია გურიელმა, როგორც კი მაჭუტაძის მიერ ჯარის შეკრება გაიგო, „შერისხა მას და დასთიშა მელიცია იგი“”.
.
რუსთა ჯარმა ნიგოითის ციხე დაიკავა და დაანგრია, დაწვეს იქვე მდგარი მაჭუტაძის სასახლეც. მალე დამარცხდა აჯანყებული საჯავახოც.
1820 წლის 27 აგვისტოს ნიგოითის მოსახლეობამ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. 28 აგვისტოს ველიამინოვმა ერმოლოვს მოახსენა, რომ აჯანყება გურიაში დამარცხებული იყო.
.
მომზადებულია ქველი ჩხატარაიშვილის – “გურიის სამთავრო”-ს მიხედვით (1959 წელი)
ნიგოითის ციხის ნანგრევები – გიორგი გრძელიძის ფოტო
შეიძლება იყოს ხე და ბუნება-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share