ვის გჯერათ, რომ ივანიშვილმა მართლაც არაფერი იცოდა პირადი ცხოვრების კადრების სკანდალის შესახებ?! – ინგა გრიგოლია

„რატომ იყო ჩვენი პირადი კადრები სუსში როცა „ქართული ოცნება“ მუდმივად გვიმტკიცებს, რომ არავის გვისმენს, არავის გვიღებს, არავის გვითვალთვალებს“ – ეს განცხადება ტელეკომპანია ,,ტვ პირველის“ გადაცემა ,,რეაქციის“ ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.

ჟურნალისტი სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილისთვის ბრალის დამძიმების საკითხს გამოეხმაურა, რომელიც სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალების ნაწილს შეეხებოდა და ასევე გაიხსენა ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის ინტერვიუც, სადაც ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ მან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შესახებ (2016 წლის მთავარი სკანდალი) არაფერი იცოდა. გრიგოლიას თქმით მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი მსგავსი სახის ინფორმაციას იმ დროისთვის არ ფლობდა.

„ვის გჯერათ, რომ ივანიშვილმა მართლაც არაფერი იცოდა პირადი ცხოვრების კადრების სკანდალის შესახებ? მე ნაკლებად, თქვენი საქმისა კი თქვენ იცით.

რატომ იყო ჩვენი პირადი კადრები სუსში როცა „ქართული ოცნება“ მუდმივად გვიმტკიცებს, რომ არავის გვისმენს, არავის გვიღებს, არავის გვითვალთვალებს თუმცა, მტკიცებულებითი ფაქტები, რომელიც საწინააღმდეგოზე მეტყველებს უამრავია“, – განაცხადა გრიგოლიამ.

 

ცნობისთვის, ინგა გრიგოლია მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რომელიც ,,ოცნების“ ხელისუფლებას არ ეპიტნავებოდა ერთ-ერთი იყო, რომელის დაშანტაჟებასაც პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების მუქარით ცდილობდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share