„ნუ იგესლებით“ – ვის მიმართავს თემურ თათარაშვილი

მომღერალი, თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარ განცხადებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ ბევრი არათბილისელი მეგობარი ყავს, რომლებიც უყვარს.

“გუშინ დავწერე, რომ ბევრი მყავს არათბილისელი მეგობარი და ყველა მიყვარს. ატყდა ამბავი, არათბილისელებს შეურაცხყოფას გვაყენებს თათარაშვილიო. წაკითხულიდან თუ ვერ გამოგაქვთ აზრი, გაატარეთ და ნუ იგესლებით!” – წერს თათარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა თბილისის მერს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა და დაწერა, რომ არათბილისელებს არ აქვთ უფლება, მერის გადადგომა მოითხოვონ. კალაძის გადადგომას საზოგადოების ნაწილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share