„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღსრულდა ის, რისთვისაც „ლეიბორისტული პარტია“ 10 წლის განმავლობაში თავგანწირულად იბრძოდა.
„აღსრულდა ის, რისთვისაც „ლეიბორისტული პარტია“ 10 წლის განმავლობაში თავგანწირულად იბრძოდა. როგორც ცნობილია უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა, დიდი მადლობა ბატონ ზელენსკის. ვიმეორებ, ის დღეს ყველაზე დიდი ქართველია. საქართველოს ხსნა გველეშაპისგან გახდა უკვე მთელი მსოფლიოს დემოკრატიული კაცობრიობის ამოცანა.მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ევროპის კავშირს არ დააყოვნოს სანქციების გავრცელება ანალოგიურად უკრაინისა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი კრიმინალური ოჯახის მიმართ. რაც ჩქარა მოხდება ეს, მით მალე გამოანათებს მზე ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლებისა. მივმართავ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, მეგობრებო მოვიდა დრო გამოხვიდეთ პარლამენტიდან, დავსხდეთ ისევ აქ ერთიან საკონსულტაციო ფორმატში, ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები და შევადგინოთ კოალიციური მთავრობის კონტურები. აი, ამას ელოდება საქართველო და დემოკრატიული კაცობრიობა ჩვენგან“, – განაცხადა ნათელშვილმა.