სკანდალი: პრეზიდენტს ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს

სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს – პრეზიდენტის ადმინისტრაციში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი  ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო, რის გამოც ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ვერ შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. 

საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს”- წერია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share