„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ომბუდსმენობის კანდიდატთა დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„მე მგონი ომბუდსმენობის კანდიდატთა დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ყველაზე საინტერესო მომენტი იყო დავით მათიკაშვილის მიერ “დიდოსტატურად” გავლებული პარალელი ხვიჩა კვარაცხელიასა და სოფო კილაძეს შორის. კერძოდ, სოფო კილაძე რომ დაახლოებით იგივეა საერთაშორისო პოლიტიკაში, რაც ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთში და კილაძის საქმიანობის კრიტიკა იგივეა, რაც კვარაცხელიას თამაშის კრიტიკა.
აი, მსგავსი იდიოტობის მოფიქრება არ გინდა? არადა დარწმუნებული ვარ ეს “ჩამჭრელი” კითხვა წინასწარ მომზადდა დიდი ტრეინინგების და რეპეტიციების შემდეგ“, – წერს ზურაბიშვილი „ფეისბუკზე“.