“ღმერთო!!! კადნიერებად ნუ ჩამითვლი ვბედავ, რომ გკითხო, რადგან თავად ხარ ამ სამყაროს არსი და მქმნელი: ჩემს ქვეყანაში, თუ დაბადე ერთი ილია, რატომ დაბადე მილიონი ილიას მკვლელი? თუ საქართველო წილხვედრია მარიამისა, საჯიჯგნად რატომ შესევია ურიცხვი მტერი? ამდენ მონასტერს, ეკლესიას მთის და ბარისას, ვინ გაუმრავლა ორგული და ურწმუნო მრევლი? განა სადამდე შეიძლება ფარისევლურად ხელთ შემოგვაცვდეს სახარება, კოცნა-ამბორში? ღმერთო ასეთ ერს არ ეყოფა ერთი – ილია, ერთი – დავითი, ერთი – ცოტნე, ერთი – ამბროსი”.. – წერს ნუგზარ(სულა) სულაშვილი.