საქართველლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის ევროსაბჭოს რეგიონულ კონგრესზე გამოსვლას ეხმაურება და წერს:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საკრებულოს წევრმა თათია ნიკოლაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს სიტყვით მიმართა. მის გამოსვლას დარბაზში ტაში მოყვა.” – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთმ რომ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში ევროსაბჭოს რეგიონულ კონგრესზე 46 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, საქართველოს არაფორმარულ მმართველზე ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ილაპარაკა:
”მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა ოფიციალურ კიევს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს უშენს ბომბებს.
ვარ იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანასაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ტერორისტულმა, ეგრედწოდებულმა არმიამ გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები, აგვიწიოკა ოჯახები და ამ წუთებშიც მავთუხლრთებს აბამენ საქართველოს ტერიტორიაზე .
ვარ ქვეყნიდან რომლის ხელისუფლებამ ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი მიხეილ სააკშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს.
ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ხელდასმით ხელისუფლება.