რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა სასაფლაოების ტერიტორიაზე, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა.
დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, აგრესიული მგლის განეიტრალებმა სამართალდამცავება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოახერხეს.