”ერთი კაცის სასამართლო გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ მე ნაკლებად მჯერა, რომ ხვალ ნიკა გვარამიას ციხიდან გაათავისუფლებენ. სანამ ვაჭარი ივანიშვილი რამე თემაზე ვაჭრობას არ დაიწყებს, ნიკა გვარამიას არ გაათავისუფლებენ. ნიკას გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირადად ივანიშვილის მოუტანს რამე შედეგს..გააზრებულად ჰყავთ მათ პოლიტპატიმრად აყვანილი ნიკა გვარამია და მათთვის ძალიან დიდი მოგების მომტანი საქმის შემთხვევაში ეცდებიან ვაჭრობა შედგეს და ამ ვაჭრობით გაათავისუფლონ ნიკა გვარამია” – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
შეგახსენებთ , რომ ხვალ , 11 საათზე სასამართლო ნიკა გვარამიას განაჩენს გამოაცხადებს.