საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ეროვნული მოძრაობის ფიგურები ისე მიდიან, რუსეთი ისევ მტერია და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ლამის კვლავ ახლიდანაა დასაწყები!
ეროვნული მოძრაობის შეცდომები და მიღწევები არაა ჯერ სათანადოდ შესწავლილი და აღიარებული.
ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა ბევრი გამარჯვებაც და დამარცხებაც, ჰეროიკული 9 აპრილიც და სამარცხვინო სამოქალაქო დაპირისპირებაც საკუთარ ხალხთან, ეთნიკურ უმცირესობებთან და ომი თბილისის ცენტრში, გავლენა ცხინვალში და აფხაზეთშიც მიმდინარე დაპირისპირებაზე, რა თქმა უნდა საბჭოთა კგბ-ს/რუსეთის მხარდაჭერით, რიგ შემთხვევებში.
დიალოგის და სამოქალაქო თანხმობის მხარდამჭერი ლიდერები ასევე საეჭვოდ დაიღუპნენ წლების წინ.
ბევრი რამ მოხდა და ალბათ დროა უკვე ამ პროცესების შეფასების და რაღაცების გადაფასების.
ამ მოძრაობის ორი განსხვავებული ფიგურა, გარდაიცვალა ამ დღეებში – RIP ირაკლი შენგელაია და ნოდარ ნათაძე.
წესიერ, ინტელექტუალურ და რაციონალურ ლიდერებს ნაკლები დაფასება აქვთ სამწუხაროდ.
ეს ეპოქაც მთავრდება. რითი ვიწყებთ ახალს?”, – წერს ნანუაშვილი.