რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცვლის რეგულაციას ჯარში სამსახურის პროცედურის შესახებ.
“რია ნოვოსტის“ ცნობით, დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
“ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესს მშვიდობიანობის დროს იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქის მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი”, – წერია განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ მოქალაქეობის არმქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა იმსახურონ რუსეთის ჯარში.