დეკანოზი ილია ჭიღლაძე: „სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა 120.000 დოლარად ღირებული ლენდკრუიზერი იყიდა“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის შენაძენზე ავრცელებს ინფორმაციას.

– მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000 დოლარად ღირებული ლენდკრუიზერ 300 – 2022 – ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, ,,წმინდაო მეუფეო”! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს!

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირლები ძვირადღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share