„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო კარგავს სახელმწიფო სიმბოლოს.
„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება დროზე დამთავრდეს დიაგნოსტიკის პერიოდი და მისი საქმე შევიტანოთ სასამართლოში, რათა გადაწყდეს საბოლოოდ ამ კაცს ვკლავთ თუ ვაძლევთ საშუალებას იცოცხლოს. სიტუაცია არის ძალიან რთული, ჩვენ რბოლა გვაქვს სიცოცხლისათვის. ამ ქვეყნის შემქმნელს, სახელმწიფოს სიმბოლოს ციხეში ვკლავთ.
მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მიუხედავ იმისა, რომ ამდენი ხანია საავადმყოფოშია, მდგომარეობა უარესდება. არცერთი ექიმი არ აწერს ხელს იმას, რომ ის არის კარგად. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პრეზიდენტ სააკაშვილს დრო ეწურება, სახელმწიფოს სიმბოლოს ვკარგავთ.
ევროკავშირს საქართველოს არ სჭირდება თუ ჩვენ არ ვაღიარებთ სახელმწიფოს სიმბოლოს, თუ ბანანის რესპუბლიკად გადავიქეცით, ჩვენი ადგილი სხვა თანამეგობრობაში იქნება და არა ევროკავშირში. საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საშველი არ არის. სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ, კრიტიკულ მდგომარეობაში“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.