რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ – შარლ მიშელი „დიდი ოცეულის“ სამიტზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, სამიტის ფარგლებში გამოყენებული უნდა იქნას ყველა კონტაქტი, რომლებიც სამიტის მონაწილეებს დაარწმუნებს, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან ომი დაასრულოს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრის, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, რათა დავარწმუნოთ „დიდი ოცეულის“ ყველა პარტნიორი, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, მწვავე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის დასრულების საუკეთესო გზაა, რომ „რუსეთმა შეწყვიტოს უაზრო ომი და პატივი სცეს გაერო-ს ქარტიას“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share