„დეოლიგარქიზაცია უნდებლარიენ, ოღონდ, “იმენნა” ბიძინაზე მორგებული“ -ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს.

„ჩვენი ბრალია!!!…

ისევ დაიწყეს “ზრუნვა” საქართველოზე. ისევ გამოყო ფეხი კრამერმა. ისევ ასისინდა ფოტეგა.

… და ეს “ისევ” არ მთავრდება!

…და ეს ვინმე დეგნანიც ისევ გააქტიურდა.

არანაირი სურვილი არ მაქვს აქ, ახლა, ანალიტიკის და სიღრმეებში ჩასვლის. არც ჩვენი ქვეყნის მტრები იკლავენ თავს აზროვნებით და განსჯებით. აი, ასე უნდათ და აჯაზებენ! დეოლიგარქიზაცია უნდებლარიენ, ოღონდ, “იმენნა” ბიძინაზე მორგებული.

ჰო და, იმას ვამბობდი – ჩვენი ბრალია!!!

რა გახდა ერთი მშვიდობიანი მსვლელობა ჩვენი სამსობლოს დასაცავად! ხომ ხედავთ, რაზე აკეთებბენ აპელირებას?! ხალხი ხელისუფლებას არ უჭერს მხარსო!!!..

მიდი, ახლა, და ედებატე და ედავე ამ რეგვენებს… არ აწყობთ და არც იჯერებენ, რომ არასოდეს ყოლია იმდენი მხარდამჭერი ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს, რამდენიც ყავს დღეს!!!

არასოდეს… არც 2012-ში… იმიტომ, რომ მშვიდობა უალტერნატივოა! იმიტომ, რომ საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია!

ჩვენი ბრალია!!!…

…და სანამ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი, ერთი მშვიდობიანი მარში თბილისის ქუჩებში!!!

და მხოლოდ ერთი სიტყვა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთად ყოფნის-

დ ა გ ვ თ ვ ა ლ ე თ!!!!..“ – წერს ხათუნა ხოფერია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share