ამ წუთებში, თერჯოლაში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზიიდან, დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების ჯგუფს გადაჰყავს. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცმა, მაღაზიაში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მუშაობდა, სავარაუდოდ, ბენზინით დაიწვა საკუთარი თავიც და მისი ყოფილი ცოლიც. აალების შედეგად მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. ტელეკომპანია “ბორჯომი” მომხდარის შესახებ დეტალებს შესაბამის უწყებებში აზუსტებს.