„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია ნამდვილად და ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ადამიანი, რომ 19 წლის თავზე ასე განვითარდებოდა მოვლენები. ძალიან დასანანია და სწორად განვითარების შემთხვევაში მოვლენებისა, სააკაშვილი ციხეში ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ის შეცდომები რაც იყო დაშვებული“ – ეს განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
ბურჯანაძის განცხადებით „ქართული ოცნება“ ძალიან მცდარ გზას ადგას და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მას ძალიან ძვირი საფასურის გადახდა მოუწევთ.
„ქართულ ოცნებას“ რა უნდა ციხეში მოკლან? და რა ჰგონიათ ეს ადვილად შერჩებათ? ეს შეუძლებელია შერჩეს ხელისუფლებას და ეს არის წარმოუდგენლად მძიმე სახელმწიფოებრიობისათვის.
ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ვინც კანონით არის დასჯილი ის დასჯილია ობიექტური სასამართლოთი და არა მიკერძოებულით. როდესაც გვესაუბრებიან, რომ კანონით უნდა მიხადოს სასჯელი დაგვიმტკიცონ, რომ ეს კანონი, კანონია. კოჰაბიტაციაში რომ იყვნენ სააკაშვილთან, მაშინ არ იყო მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე? ჩვენი საზოგადოებაც წამოეგო იმ ანკესზე, ბიძინა არ მოგწონთ, აბა მიშა გინდათ? დღეს სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იქნა აღძრული საქმე მის წინააღმდეგ პიჯაკებზეც და კაჩინსკის ყვავილებზეც.
პოლიტიკური კონიუნქტურა დგას სააკაშვილისაც და გვარამიას საქმის უკანაც“, – განაცხადა ბურჯანაძემ.