პოლონეთის სამეფოს (რეჩ პოსპოლიტას) სამხრეთ საზღვარის დამცველი ხაპოროჟიელი კაზაკების ფლოტმა მე-17 საუკუნის დასაწყისში შავ ზღვაზე თურქების ფლოტს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაზაკებმა 1616 წელს ყირიმის მთავრი ქალაქი კაფა (ფეოდოსია) ზღვიდან თავდასხმით აიღო. ამ დროისათვის კაზაკები რეალურად გაბატონებული იყვნენ შავი ზღვის ჩრდილო და აღმოსავლეთ სანაპიროზე და პოლონეთის მეფის მეოხებით ხშირად ებრძოდნენ თურქებს.
.
1614 წელს თურქებმა გურიის პორტების ბათუმისა და ქობულეთის საზღავო ბლოკადა განახორციელეს და გურიის მთავარი იძლებული გახდა ხელი მოეწერა ზავისათვის რომლის მიხედვითაც მას თურქებისათვის ხარკი უნდა გადაეხადა. თურქული აგრესიისაგან თავის დაცვის მიზნით სამეგრელოს და გურიის სამთავროებმა კაზაკებთან და აქედან გამომდინარე პოლონეთის სამეფოსთან მჭდრო კავშირი დაამაყარეს, რომლის მთავარი მიზანი თურქებთან ბრძოლა გახლდათ. ცნობილია, რომ კაზაკები გურიისა და სამეგრელოს სამთავროებში მიმავალ ვაჭრებს და გემებს არ სძარცვავდნენ, ასევე ცნობილია მათი მხრიდან ტყვეებით მოვაჭრე თურქებისაგან ქართველების გამოხსნის ფაქტებიც.
.
როგორც ჩანს ამავე პერიოდში გურიაში ბრუნვაში იყო პოლონური და ევროპული ფული 1958 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭანჭათში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელში მოთავსებული პოლონური მონეტები, კერძოდ პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის (1587-1632) ორტები, რომლებიც მოჭრილი უნდა ყოფილიყო 1622-1623 წლებში. ასევე 1900-იან წლებში ოზურგეთის მაზრის სოფ. ზედაუბნის მიდამოებში, მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს, მიაკვლიეს იმავე პერიოდის პოლონური მონეტების განძს.
.
ამ პერიოდისათვის გურიაში ევროპული ფულის მოხმარების დასტურია 1953 წელს ოზურგეთში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნაპოვნი 414 ვერცხლის ევროპული მონეტა, საერთო წონით 8,5 კგ. მათშორის ავსტრიის ერცჰერცოგების, ფერდინანდის (1564-1595 წწ.), მაქსიმილიანის (1612-1618 წწ.), ლეოპოლდის (1619-1632 წწ.) და გერმანიის იმპერატორების, რუდოლფ II-ის (1576-1612 წწ.) და ფერდინანდ II-ის (1619-1637 წწ.) სახელით ჰალეს, ენსისჰაიმის, გრაცის და კლაგენფურტის ზარაფხანებში მოჭრილი მონეტები.
.
ასევე ნაპოვნი იყო იტალიური ტალერები, ანუ დუკატოები და ტალეროები დოჟ პასკუალე ჩიკონიას (1585-1595 წწ.), ფერდინანდო I (1587-1608 წწ.), კოზიმო II (1608-1621 წწ.) და ფერდინანდო II (1621-1670 წწ.) მედიჩების სახელით არის გამოშვებული. ესპანური მონეტები ფილიპე II-ს (1556-1598 წწ.), ფილიპე III-ს (1598-1621 წწ.) და ფილიპე IV-ს (1621-1665 წწ.) ეკუთვნის და როგორც საკუთრივ ესპანეთის, ისე ამერიკაში მისი კოლონიების ზარაფხანებშია მოჭრილი. განძის ადრეული მონეტა ერცჰერცოგ ფერდინანდის ტალერი 1564-1595 წლებში არის მოჭრილი, ხოლო ყველაზე გვიანდელი, ფილიპე IV-ის პესო – 1628 წელს.
.
პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ მესამის ორტი – მეოთხედი ტალერი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა