“ივანიშვილს სააკაშვილიც თუ მიბაძავს და წავა პოლიტიკიდან კარგი იქნება, მაგრამ მას დაუოკებელი სურვილი აქვს ხელისუფლებაში მოსვლის”-აცხადებს “რეზონანსთან” ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური, რომელიც ირწმუნება, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა: “ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან ასევე საჭირო იყო ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, რადგან უკვე მივეჩვიეთ, რომ ერთი კაცისკენ უნდა გვქონდეს ხელი გაშვერილი და მხოლოდ მას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ასე არ ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, იქ პასუხისმგებლობა ეკისრება მართვის ყველა შტოს, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სტრუქტურებს. გაუგებარია, რატომ უნდა არეგულიროს ქვეყანაში ყველაფერი ერთმა კაცმა, განა ეს ნორმალურია? ისე, სააკაშვილიც თუ მიბაძავს ბიძინა ივანიშვილს და წავა ქართული პოლიტიკიდან, კარგი იქნება, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს, ამის არც ძალა აქვს და არაც სურვილი. მისი დაუოკებელი ოცნებაა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, როგორც მისი გუნდის, რომელიც დღემდე გაუთვებლად იძახის, არჩევნები გაყალბდაო. ეუბნება ეს ხელისუფლება, თუ გაყალბდა, მოდი. თავიდან გადავთვალოთო. გახსოვთ ხელისუფლების ამ შეთავაზებით, როგორი გახარებული იყო ელისაშვილი? მაგრამ ელისაშვილი ამ საქმეში „არიფია”, „ნაცმოძრაობა” და „ევრონაცები” საარჩევნო მანიპულაციების ლომები არიან და იმიტომ არ თანხმდებიან, რომ ძალიან კარგად იციან, არჩევნები არ გაყალბებულა”-აცხადებს ოთხმეზური.