ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილი 4 დეკემბერს გასინჯეს და აპრილთან შედარებით მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.
მისი თქმით, სააკაშვილი დახმარების გარეშე ვერ დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს.
“მას განუვითარდა ანორექსიის მძიმე გართულება კახექსია. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული – ვფიქრობთ, რომ მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი. როცა კლინიკაში მდგომარება არ უმჯობესდება, მაშინ პაციენტი ჩვენი ქვეყნიდან უნდა იქნას გაყვანილი და უნდა მოხდეს მისი მკურნალობა სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში”, – თქვა წულაძემ.