ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი თამაზ ჯინჭარაძე, ოზურგეთის წყალკანალის დირექტორად დაინიშნა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გაერთიანებულიი წყალმომარაგების კომპანიამ, გასული კვირის მიწურულს მიიღო. თამაზ ჭინჭარაძე მოვალეობის შესრულებას მიმდინარე კვირის დასაწყისიდან შეუდგა.
როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, თამაზ ჯინჭარაძე, ოზურგეთის წყალკანალის დირექტორად დანიშვნამდე, ურეკის წყალკანალს ხელმძღვანელობდა.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2012 წელს, თამაზ ჯინჭარძე ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო მან ამ პოსტზე ლელა იმედაშვილი ჩაანაცვლა, ხოლო მოგვიანებით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჯინჭარაძე, ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე გახდა.
თამაზ ჯინჭარაძე ჩოხატაუროს გამგებლობის პერიოდში რამდენიმეჯერ გაეხვა სკანდალში. ერთ-ერთ შემთხვევაში მან, სამსახურეობრივი ავტომანქანით,რომელსაც თვითონ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიტანა. თუმცა თვეების განმავლობაში ამ ფაქტს მალავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, რის გამოც ჯინჭარაძემ სასამართლოს მიმართა, თუმცა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თამაზ ჯინჭარაძის სარჩელი არც ერთ პუნქტში არ დააკმაყოფილა.