12 – 14 დეკემბერს ქ. ბათუმში , კრივში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველობა, 2009 – 2010; 2007 – 2008; 2006 – 2005 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა.
შეჯიბრში , ქვეყნის მასშტაბით არაერთი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ასპარეზობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული კრივის სექციის სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ და შინ ხუთი მედალი, მათ შორის სამი ოქრო და ორი ვერცხლი წამოიღეს.
I ადგილი
ალექსანდრე თურქაძე 40 კგ.
გელა ქამაშაძე 60 კგ
ომარ ბექაძე 63 კგ
II ადგილი
ნიკოლოზ როყვა 40 კგ
საბა მუმლაძე 66 კგ
ოზურგეთის გუნდი შეჯიბრისთვის მწვრთნელმა იულო საჯაიამ მოამზადა.