ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის აჩრდილია.
“სატელევიზიო არხებით გადაცემული კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საზოგადოებაზე თავისი შთამბეჭდავი აღნაგობით დომინირებდა, დღეს ბალიშზე მიყრდნობილი გამოჩნდა, ხელები უკანკალებდა და მისი თმა, რომელიც ოდესღაც შავი იყო, გაჭაღარავდა… მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის აჩრდილია”, – წერს გამოცემა.