განხეთქილება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის – სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე დაბლოკეს

დიდი განხეთქილება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. მთავრობამ სახელმწიფოს მეთაური ელჩების კონფერენციაზე დაბლოკა. ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი მისთვის განკუთვნილ ადგილზე არ დასვეს და დარბაზში სკამი ააცალეს.

საჯარო  შეურაცხყოფას ზურაბიშვილმა დემარშით უპასუხა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტი დიპლომატების მუშაობით უკმაყოფილოა და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვებას სწორედ ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკას აბრალებს.

ზურაბიშვილი, ღარიბაშვილი, პაპუაშვილი – პროტოკოლის მიხედვით ამ თანმიმდევრობით უნდა მსხდარიყვნენ დარბაზში ქვეყნის უმაღლესი პირები, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პროტოკოლის თანამშრომელმა, რომელიც, სავარაუდოდ, დირექტივებს ტელეფონით იღებდა, ზურაბიშვილის განკუთვნილი სკამი აიღო, რასაც პრეზიდენტის პროტესტი მოყვა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share