ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც „ვივამედში“ მკურნალოვს, დღეს მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს. მიზეზი ოფიციალურად უცნობია.
მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პენიტენციურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შვილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეუშვეს. რა იგულისხმება უსაფრთხოებაში, არ დაუკონკრეტებიათ.